ინტერმა სორიანოს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერმა სორიანოს დაუმიზნა


ინტერმა სორიანოს დაუმიზნა

მილანის "ინტერი" "ვილიარეალის" ცენტრალური ნახევარმცველით, რობერტო სორიანოთი, დაინტერესდა.

ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ "ნერაძურის" სკაუტები 27 წლის იტალიელს სერიოზულად აკვირდებიან და მის დამატებას ზაფხულში ეცდებიან.

სორიანო "წყალქვეშა ნავის" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

რობერტომ მიმდინარე სეზონში 29 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები