ნიონში უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიონში უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართა


ნიონში უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას შტაბ-ბინაში კომიტეტის სხდომას დაესწრო. სამუშაო შეხვედრას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაუძღვა.

უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა „ფეხბურთის კარგი მმართველობის“ თემაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა, რომელიც აღნიშნული ჯგუფის საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ფრანკფურტში გამართულ შეხვედრაზეც იყო.

სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

დღესვე, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაოს ჯგუფის წევრები უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ შეხვედრას დაესწრებიან. მატჩი ნიონში, ბარსელონასა და ჩელსის შორის შედგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები