მოდრიჩი: "რეალში დარჩენა რთულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოდრიჩი: "რეალში დარჩენა რთულია"


მოდრიჩი:

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა საკმაოდ რთულია.

"როდესაც ამ გუნდში ირიცხები, ვალდებული ხარ, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობდე, ყველა მატჩში. სხვა შემთხვევაში რთულია, რომ აქ დარჩე", - განაცხადა მოდრიჩმა.

ამის შემდეგ, ხორვატმა ლიგაზეც ისაუბრა: "რეალი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. ჩვენ დავამარცხეთ ის კლუბები, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები