გერმანული გუნდების ღამის კოშმარი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანული გუნდების ღამის კოშმარი


გერმანული გუნდების ღამის კოშმარი

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მადრიდის "რეალი" "ალიანს არენაზე" მიუნხენის "ბაიერნს" ესტუმრება.

შეხვედრის წინ, ესპანური გამოცემა AS კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკას აქვეყნებს.

პორტუგალიელ შემტევს გერმანული გუნდების წინააღმდეგ 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათ 26 გოლი გაუტანა. საშუალოდ 1.18 გოლი თითო მატჩში.

რაც შეეხება უშუალოდ "ბაიერნს", კრიშტიანუ "რეკორდმაისტერს" 6-ჯერ შეხვდა და 9 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში, "ბაიერნი" "რეალს" 1/4 ფინალში შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ზიდანის გუნდმა ანჩელოტის გუნდი 6:3 დაამარცხა, სადაც კრიშტიანუმ 5 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები