მჭედლიშვილის გუნდი სტუმრად განადგურდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მჭედლიშვილის გუნდი სტუმრად განადგურდა


მჭედლიშვილის გუნდი სტუმრად განადგურდა

ხორვატიის მეორე ლიგაში გამართული მატჩი "ჰაიდუკსა" და "გორიცას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

"გორიცა" 4:0 აგებდა, პრესტიჟის გოლი კი 90-ე წუთზე გაიტანეს. ამ გუნდის ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მიუხედავად მარცხისა, "გორიცა" მაინც მეორე პოზიციას იკავებს და ძალიან ახლოსაა ხორვატიის მთავარ ლიგაში გადასასვლელად.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილი ხორვატიულ კლუბში "სამტრედიადან" გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები