Marca-ს სტატია პაპუნაშვილზე: ქართველმა ფეხბურთელმა ესპანელები გააოცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Marca-ს სტატია პაპუნაშვილზე: ქართველმა ფეხბურთელმა ესპანელები გააოცა


Marca-ს სტატია პაპუნაშვილზე: ქართველმა ფეხბურთელმა ესპანელები გააოცა

ცნობილი გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ქართველ ფეხბურთელზე გიორგი პაპუნაშვილზე საინტერესო სტატიას ავრცელებს.

მოგეხსენებათ, ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში, პაპუნაშვილი სასტარტოში იყო და გოლიც გაიტანა. "სარაგოსამ" "ალმერია" 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ Marca-ს სტატიას პაპუნაშვილზე:

"ალმერიასთან" მატჩის დაწყების წინ, "სარაგოსას" მწვრთნელი ნაჩო გონსალესი ამბობდა, რომ ახლა პაპუნაშვილის დროა და ის ძირითადში იქნებოდა. პაპუნაშვილმა იმედები გაამართლა.

ქართველი ფეხბურთელის ადაპტაცია ესპანეთში ნაბიჯ-ნაბიჯ გრძელდება. ფაქტია, მას მხოლოდ შემტევის ფუნქციები არ აქვს. პაპუნაშვილი "სარაგოსას" დაცვაშიც ძალიან ხშირად ეხმარება ხოლმე.

მაგალითად, "ალმერიასთან" მატჩში, როცა სტუმარი გუნდი უტევდა, პაპუ უკან ჩამოდიოდა და თანაგუნდელებს მეტოქის შეტევების განეიტრალებაში ეხმარებოდა.

"პაპუნაშვილი ყოველდღ​ე ვითარდება. ჩვენ გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც პატარა სივრცეებსაც სასიკეთოდ გამოიყენებდა. ბედნიერი ვარ, რომ გიორგიმ იცის და აკეთებს იმას, რაც ჩვენ გვინდა", - ამბობს "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელი.

ახალგაზრდა შემტევის კარგი თამაშით არამარტო მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელებიც კმაყოფილები არიან.

"პაპუნაშვილის თამაში ძალიან მომწონს. ის ჩვენ სტილში ჯდება, რითიც ბედნიერი ვარ. მასთან ერთად მოედანზე ყოფნისას კი თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ესპანეთში ადაპტაციის გავლა, ადვილი არ არის. პაპუმ კი ეს გააკეთა", - აცხადებს ბორხა იგლესიასი.

პარასკევს, "სარაგოსა" "რეუსსთან" მორიგ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს - პაპუნაშვილი ამ მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები