ლაიფციგის ნახევარმცველი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგის ნახევარმცველი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


ლაიფციგის ნახევარმცველი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

"ლაიფციგის" ნახევარმცველმა, ემილ ფორსბერგმა, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ შვედი მოთამაშე ბუნდესლიგის 31-ე ტურში, "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში (2:5), არასპორტული საქციელის გამო დაისაჯა.

ფორსბერგმა შეხვედრის 47-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ მას კიდევ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუმატა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონები მიმდინარე სეზონს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დაასრულებენ, ვინაიდან ბუნდესლიგა 3 ტურში დამთავრდება.

26 წლის ემილ ფორსბერგმა ბუნდესლიგის ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი ემილ ფორსბერგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები