"რთულია იმის დაჯერება, რომ ასეთ დონეზე თამაში შესაძლებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რთულია იმის დაჯერება, რომ ასეთ დონეზე თამაში შესაძლებელია"



"ლივერპულის" ექს-ნახევარმცველი, სტივ მაკმანამანი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ მატჩში ფორვარდ მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებულია.

მოგეხსენებათ, გუშინ "რომას" ეგვიპტელმა შემტევმა დუბლი შეუსრულა, გარდა ამისა ორი საგოლე პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

"ყველაფერს ისე ადვილად აკეთებს, გეგონება უბრალოდ პარკში სეირნობს. მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ", - ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს BT Sport.

"ნამდვილად წარმოუდგენელია! შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ასეთი ფეხბურთის ჩვენება შესაძლებელია", - დასძინა სტივმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები