ბარსელონა საინტერესო ტრანსფერს ამზადებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა საინტერესო ტრანსფერს ამზადებს


ბარსელონა საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

"ჩელსის" მცველი, მარკოს ალონსო "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა, იუწყება გავლენიანი გამოცემა Goal.com.

არსებული ინფორმაციით, კატალონიელები "არისტოკრატების" უკანახაზელს ხერარდ პიკეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელსაც 2019 წლის თებერვალში 32 წელი უსრულდება.

აღინიშნება, რომ "რეალის" აღზრდილს 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია დაცვის ხაზის ცენტრში, როცა "ფიორენტინადან" "ჩელსის" შეუერთდა.

შეგახსენებთ, ალონსოს მოქმედი კონტრაქტის ვადა ლონდონურ კლუბთან 2020/21 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt.de-ს ვერსიით, 35 მილიონ ევროს შეადგენს.

2017/18 წლების სეზონში მარკოსმა 43 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები