ჰაინკესმა ლევანდოვსკის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესმა ლევანდოვსკის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


ჰაინკესმა ლევანდოვსკის რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართი პირველი 1/2 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მიუნხენელები თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის არ გაყიდიან.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ზაფხულში პოლონელი შეიძლება სწორედ "სამეფო კლუბში" გადავიდეს.

"ეს საკითხი კლუბებს შორის არ განხილულა, ეს მხოლოდ პრესის ფანტაზიებშია", - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს AS.

"ყველაფერი ეს მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიებში არსებობს. "ბაიერნი" ძალიან კმაყოფილია ლევანდოვსკით. "ბორუსიაში" კარგად თამაშობდა და "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს".

"რობერტი ბევრ გოლს იტანს, სარგებელი მოაქვს. გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ყოველთვის ფორმაშია, ამიტომაც მისი მომავალის განხილვა არც კი მინდა", - დასძინა იუპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები