"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში



ფერნანდო ტორესი მე-11 სეზონს ასრულებს მადრიდის "ატლეტიკოში". ამ დროის განმავლობაში ესპანელი ფორვარდის თვალწინ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. "ელ ნინიომ" გამოიცვალა 8 მწვრთნელი და 134 თანაგუნდელი. მისი მონაგარი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეადგენს 397 მატჩში, 127 გოლს.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

სამწუხაროდ, ყველაფერ კარგსაც თავისი ლოგიკური დასასრული აქვს, გამონაკლისი არც ტორესის მადრიდული კარიერაა. სეზონის დასრულების შემდეგ, "ატლეტიკოს" შვილი დატოვებს თავის ოჯახს, თუმცა მას ჯერ კიდევ დარჩა დაუმთავრებელი საქმე.

"10 წლის ვიყავი, როდესაც "ატლეტიკოში" მოვედი, აქ ჩემი სახლია. უამრავი დაუვიწყარი წუთი გავატარე ჩემი საყვარელი კლუბის შემადგენლობაში, თუმცა წასვლის დრო ახლოვდება. სეზონის ბოლოს "როხიბლანკოს" დავტოვებ," - ტორესი.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

ამ განცხადებამ ყველა გააკვირვა, რადგან "ელ ნინიოს" არაერთხელ უთქვამს, რომ მას კარიერის დასრულება სწორედ მშობლიურ კლუბში უნდოდა. მეტიც, ის წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობდა:

"მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, სწორედ ამას ითხოვენ ჩემგან "ატლეტიკოს" გულშემატკივრები. ვეცდები, რომ კიდევ რამდენიმე წელი შევძლო მათი გახარება," - ესეთი იყო ტორესის კომენტარი სექტემბერში.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

ზაფხულში ტორესმა უარი თქვა მექსიკური "კრუს ასულის" 12-მილიონიან შემოთავაზებაზე, ზამთარში კი "ელ ნინიომ" უარით გაისტურმა ჩინელები. რამდენიმე თვეში კარასკოსა და გაიტანის "დალიან იფანს" კიდევ ერთხელ ექნება ესპანელის გადმობირების შესაძლებლობა:

"ჯერჯერობით არ მიგვიღია გადაწყვეტილება ახალი კლუბის თაობაზე. გვაქვს ორი ვარიანტი - ერთი ამერიკიდან, მეორე ჩინეთიდან. ზაფხულისთვის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნება," - ტორესის წარმომადგენელი ანტონიო სანსი.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

ბევრს მიაჩნია, რომ "ელ ნინიოს" წასვლის მთავარი ინიციატორი არის დიეგო სიმეონე, თუმცა თავად ფერნანდოს განცხადებით არგენტინელი აქ არაფერ შუაშია. კონფლიქტს გამორიცხავს "ელ ჩოლოც":

"ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ყოველთვის ვიქნებით. სწორედ მე დავაბრუნე ტორესი "ატლეტიკოში" და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ის დიდი ხნით დარჩენელიყო აქ, მაგრამ მის გადაწყვეტილებას წინ ვეღარ აღვუდგები,"

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

ლა ლიგის ბოლო ტურში "ინდიელები" საკუთარ კედლებში მიიღებენ "ეიბარს", სწორედ აღნიშნული თამაში იქნება "ელ ნინიოს" გამოსამშვიდობებელი მატჩი. გულშემატკივრებმა უკვე დაიწყეს მზადება ლეგენდის გასაცილებლად.

"ტორესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია "ატლეტიკოს" ისტორიაში, ჩვენი კარები მისთვის ყოველთვის ღია იქნება. სეზონის ბოლოს ის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს "როხიბლანკოს" მაისურით და მთლიანი "ატლეტიკო" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საღამო ფერნანდოსთვის დაუვიწყარი გამოდგეს," - მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ენრიკე სერესო.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

"ელ ნინიომ" ძალიან ბევრი რამ გამოიარა "ატლეტიკოსთან" ერთად, თუმცა მას ჯერ კიდევ დარჩა აუხდენელი ოცნება. ის იგებდა ტიტულებს ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში, მაგრამ მისი მისი მადრიდული მონაგარი ჯერ კიდევ ცარიელია.

წელს "ინდიელები" ევროპა ლიგის 1/2 ფინალში არიან და ამ ტურნირის მოგება დიდებული კარიერის მშვენიერი დასასრული იქნებოდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ატლეტიკოს" სერიოზული კონკურენტები ჰყავს "მარსელის", "ლაიფციგისა" და "არსენალის" სახით.

"სანამ მე წავალ" - ტორესის დაუმთავრებელი მისია ატლეტიკოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები