ზიდანი: "ეს ჩემპიონთა ლიგაა და ცხადია, შეხვედრა რთული იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ეს ჩემპიონთა ლიგაა და ცხადია, შეხვედრა რთული იქნება"


ზიდანი:

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"რეალი" "ბაიერნს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

"ცხადია, რომ რთული მატჩი გამოდგა, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა.

ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და აქ სირთულეების გარეშე შეხვედრას ვერ ჩაატარებ. სამწუხაროა, რომ ისკომ თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა, თუმცა მარკო ასენსიო გამოვიდა და მან შეხვედრაში ცვლილება მოახდინა.

ისკო? ის თავიდანვე ცუდად გრძნობდა თავს და მხარი აწუხებდა. ვიმედოვნებ, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ იქნება.

ვასკესი? მან დიდებული მატჩი ჩაატარა. მოდრიჩთან ერთად ვასკესი რიბერის აკონტროლებდა", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები