პეროტიმ და სტროტმანმა შეიძლება ლივერპულთან გასამართი საპასუხო მატჩი გამოტოვონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პეროტიმ და სტროტმანმა შეიძლება ლივერპულთან გასამართი საპასუხო მატჩი გამოტოვონ


პეროტიმ და სტროტმანმა შეიძლება ლივერპულთან გასამართი საპასუხო მატჩი გამოტოვონ

"რომას" ნახევარმცველები, დიეგო პეროტი და კევინ სტროტმანი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" (2:5) გამართულ პირველ 1/2 ფინალურ მატჩში დაშავდნენ.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს.

შეგახსენებთ, პეროტი მოედანზე 67-ე წუთზე მოგვევლინა და გოლი გაიტანა. სტროტმანმა მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეროტის მარცხენა ფეხის კოჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, სტროტმანს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. უახლოეს პერიოდში ორივე ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"რომა" - "ლივერპული" 2 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები