კაზემირო: "მარსელო მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაზემირო: "მარსელო მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია"


კაზემირო:

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კაზემირომ, თავისი თანაგუნდელი მარსელო შეაქო.

"ჩვენ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ამიტომ ეს გამარჯვება დასაფასებელია. გუნდმა კარგად იმუშავა და ხასიათი გამოავლინა, მხოლოდ იღბალი არ ყოფილა გადამწყვეტი.

მინდა, რომ თანაგუნდელებს მივულოცო, განსაკუთრებით კი - მარსელოს. ის ეროვნულ ნაკრებშიც ჩემს გვერდით თამაშობს და გამიმართლა, რომ ასეთი პარტნიორი მყავს.

იმედია, ის ამ მშვენიერ ფორმას დიდი ხანი შეინარჩუნებს, ვინაიდან მარსელო მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია", - განაცხადა კაზემირომ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი "სამეფო კლუბმა" მიუნხენში 2:1 მოიგო და პირველი ტაიმის ბოლოს მარსელომ დიდებული გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი კაზემირო მარსელო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები