რედნაპი: "ბეილის დაბრუნება ფანტასტიკა იქნება!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რედნაპი: "ბეილის დაბრუნება ფანტასტიკა იქნება!"


რედნაპი:

ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, გარეთ ბეილის დაბრუნების საკითხი განიხილა.

"ბეილის დამატება "ტოტენჰემისთვის" დიდებული ტრანსფერი იქნებოდა. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.

გარეთი - მშვენიერი მოთამაშეა. მას მოედანზე არაერთი პოზიციის ამოვსება და არაერთ ტაქტიკურ მონახაზში მორგება შეუძლია. ის საოცრად ნიჭიერია.

თუ ბეილი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება, მხოლოდ ტოპ-ექვსეულის რომელიმე გუნდში. მისი "დეზების" რიგებში ხილვა საოცრება იქნება", - განაცხადა რედნაპმა.

28 წლის უესელმა თავის დროზე სახელი სწორედ ლონდონურ კლუბში გაითქვა, რომლის ღირსებას 2007-2013 წლებში იცავდა და "რეალში" სარეკორდო 91 მილიონ ევროდ გადავიდა.

თუმცა მუდმივი ტრავმების გამო ბეილმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის, ნდობა დაკარგა და შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები