რამოსი: "ზიდანთან მუშაობით თითოეული მოთამაშე ბედნიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "ზიდანთან მუშაობით თითოეული მოთამაშე ბედნიერია"


რამოსი:

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, ბოლოდროინდელი წარმატებების გამო ზინედინ ზიდანს მადლობა გადაუხადა.

"რეალის" მთავარ მწვრთნელთან შეკითხვები ყოველთვის იქნება, ამიტომ ის ამას უბრალოდ უნდა შეეგუოს.

ამ კლუბის ღირსებას უკვე დიდი ხანია ვიცავ. პირველ 7 თუ 8 სეზონში ერთი ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც ვერ მოვიგე და იყვნენ მწვრთნელები, რომელთა საწინააღმდეგოდაც ერთი სიტყვაც არ დაწერილა.

ზიდანის მმართველობის გამო მის წინაშე ქუდს ვიხდი - ის გენიოსი იყო და არის. ზინედინმა იცის როგორ მიიღოს რთული გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ გუნდს ის ხელმძღვანელობს", - განაცხადა რამოსმა.

45 წლის ფრანგი სპეციალისტი "სამეფო კლუბში" 2016 წლის იანვრიდან მუშაობს და "რეალს" უკვე 8 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები