კარვახალმა თავისი ტრავმის სიმძიმეზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარვახალმა თავისი ტრავმის სიმძიმეზე კომენტარი გააკეთა


კარვახალმა თავისი ტრავმის სიმძიმეზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად მადრიდის "რეალის" მცველმა დანი კარვახალმა დატოვა.

"ტესტის შედეგებს ველოდები, რომელიც ჯერ მეც არ ვიცი. მცირე ტკივილებს ვგრძნობ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და მომდევნო მატჩში რეალს დავეხმარები.

ბაიერნმა დიდებული მატჩი ჩაატარა და ეს ურთულესი თამაში გამოვიდა ჩვენთვის, თუმცა კარგია, რომ სასურველი შედეგით დასრულდა", - აცხადებს კარვახალი.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში სამეფო კლუბმა "ბაიერნი" სტუმრად 1:2 დაამარცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები