მოურინიო სალაჰის ჩელსიდან წასვლის პერიოდს იხსენებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო სალაჰის ჩელსიდან წასვლის პერიოდს იხსენებს


მოურინიო სალაჰის ჩელსიდან წასვლის პერიოდს იხსენებს

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმ პერიოდს იხსენებს, რომ მოჰამედ სალაჰი გუნდიდან გაუშვა.

"სალაჰი ჩელსიდან გუნდის მენეჯერებმა გაუშვა, თუმცა მეც ვიყავი ის ადამიანი, ვინც გუნდის მენეჯერებს მისი კლუბიდან გაშვებაზე უთხრა.

თუმცა იმ დროს, სალაჰი ასეთ დონეზე სათამაშოდ არც ფიზიკურად და არც მენტალურად მზად არ იყო. მან თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

მითუმეტეს, ჩელსის სალაჰის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა, ამიტომ ის ჯერ გავანათხოვრეთ, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ გაგვეყიდა და ამ ფულის სანაცვლოდ უკეთესი მოთამაშე მოგვეყვანა", - ამბობს მოურინიო.

მიმდინარე სეზონში კი სალაჰი "ლივერპულში" სასწაულ ფორმაშია და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები