მოქმედმა ჩემპიონმა სიონი გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოქმედმა ჩემპიონმა სიონი გაანადგურა [VIDEO]



ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ბოლო მატჩი მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის შედგა.

როგორც მოსალოდნელ იყო, ქუთაისელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, "ტორპედომ" 2-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა. თავი ლევან კუტალიამ და თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინეს.

ამის შემდეგ, "ტორპედო" ისეთი სიმწვავით არ უტევდა და ცდილობდა, ანგარიში შეენარჩუნებინა, რაც გამოუვიდა - 3:0.

ამ გამარჯვებით "ტორპედომ" 12 ქულა დააგროვა, "რუსთავს" გადაასწრო და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მოქმედმა ჩემპიონმა სიონი გაანადგურა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები