პაპუნაშვილის სარაგოსა უშუალო კონკურენტთან დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაპუნაშვილის სარაგოსა უშუალო კონკურენტთან დამარცხდა


პაპუნაშვილის სარაგოსა უშუალო კონკურენტთან დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "კადისსა" და "სარაგოსას" შორის შედგა.

მე-7 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 66-ე წუთზე "სარაგოსას" კაცი გაუძევეს, რასაც ზუსტად ერთ წუთში "კადისის" მეორე გოლი მოჰყვა და მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს.

უცნაურია, მაგრამ "სარაგოსას" ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მწვრთნელს ის საერთოდ არ გამოუყვანია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "სარაგოსას" 62 ქულა აქვს და მე-5 პოზიციას იკავებს.

პაპუნაშვილის სარაგოსა უშუალო კონკურენტთან დამარცხდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები