ისტორიული შეხვედრის მოლოდინში - ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის წინააღმდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისტორიული შეხვედრის მოლოდინში - ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის წინააღმდეგ


ისტორიული შეხვედრის მოლოდინში - ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და ძირითად ბადეში მოხვდა.

პირველ რაუნდში კი ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ბალდი იქნება, რომელიც 370-ე ჩოგანია. ამ წყვილში უდავო ფავორიტი ქართველია.

თუ ბასილაშვილი ამ ეტაპს წარმატებით გადალახავს, რისი შანსიც ძალიან დიდია, შემდეგ რაუნდში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ბასილაშვილს ჯოკოვიჩთან აქამდე არასდროს უთამაშია. ქართველს ნადალთანაც ნათამაშები აქვს და ფედერერთანაც. 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები