ჰარტი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარტი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა


ჰარტი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

ბოლო წლების განმავლობაში ჯო ჰარტი ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მეკარედ მოიაზრებოდა, თუმცა მისი კარიერა წაღმა წავიდა.

ცნობილია, რომ 31 წლის მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 23-კაციან სიას, ოთხშაბათს გამოაქვეყნებს, თუმცა Sky Sports-ს ინფორმაცია უკვე ჩაუვარდა ხელში, რის თანახმადაც ჰარტი სიაში არ არის.

მეკარე კვლავ "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა, თუმცა განათხოვრებულია. ის ჯერ "ტორინოში" იყო, ახლა კი "ვესტ ჰემშია".

ჰარტი ინგლისის ნაკრებში 2008 წლიდან მოღვაწეობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები