Sky Sports: ჩელსის პოჩეტინოს მიწვევა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Sky Sports: ჩელსის პოჩეტინოს მიწვევა სურს


Sky Sports: ჩელსის პოჩეტინოს მიწვევა სურს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი წერს, რომ ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინო სურს.

ამჟამად ეს პოსტი ანტონიო კონტეს უკავია, თუმცა მან გუნდის 4-ეულში შეყვანაც ვერ შეძლო, რის გამოც დიდია იმის ალბათობა, რომ რომან აბრამოვიჩმა დაითხოვოს.

მისი სავარაუდო შემცვლელების სია დიდია, თუმცა Sky Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს პოჩეტინოს ვარიანტი სურს.

46 წლის არგენტინელი "ტოტენჰემს" 2014 წლიდან უძღვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები