ოფიციალურად: მოსვლიდან 6 თვეში, ელერდაისმა თანამდებობა დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: მოსვლიდან 6 თვეში, ელერდაისმა თანამდებობა დატოვა


ოფიციალურად: მოსვლიდან 6 თვეში, ელერდაისმა თანამდებობა დატოვა

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა გუნდში მოსვლიდან 6 თვეში, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

ელერდაისი მერსესაიდულ კლუბში ნოემბრის თვეში მივიდა, მას შემდეგ, რაც გუნდიდან კუმანი ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

"ევერტონმა" პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა. გულშემატკივრები გუნდის თამაშის სტილით უკმაყოფილოები იყვნენ.

მათ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 38 შეხვედრაში მხოლოდ 44 გოლი გაიტანეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ელერდაისს ამ თანამდებობაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები