ევროპა ლიგის ფინალის წინ: მარსელი VS ატლეტიკო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევროპა ლიგის ფინალის წინ: მარსელი VS ატლეტიკო


ევროპა ლიგის ფინალის წინ: მარსელი VS ატლეტიკო

დღეს, ევროპა ლიგის ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" "მარსელს" დაუპირისპირდება.

ტურნირი: ევროპა ლიგა
ეტაპი: ფინალი
თარიღი: 05.16.2018
დრო: 22:45 საათი
არბიტრი: ბოერნ კუპერსი (ჰოლანდია)

საინტერესო ფაქტები:
1. ქალაქ ლიონში, "ატლეტიკო" ევროპა ლიგის ფინალში მეორედ იასპარეზებს. 1986 წელს, ისინი ამავე ქალაქში, "დინამო კიევთან" 3:0 დამარცხდნენ.

2. "მარსელმა", ის შეხვედრები, რომლებიც საფრანგეთში გამართა 9-დან 8 შემთხვევაში გამარჯვებული გახდა (ევროპა ლიგის, ამ სეზონში).

3. ანტუან გრიზმანს შანსი აქვს პირველი დიდი ტიტული მოიგოს. მას აქამდე მხოლოდ სეგუნდა დივიზიონი და ესპანეთის სუპერთასი ჰქონდა მოგებული.

4. ბოლო ტურის წინ, "მარსელი" ლიგა 1-ის მე-4 პოზიციაზეა და ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად 3-ეულში შესვლა აღარ დასჭირდება.

5. "ატლეტიკომ" ევროპა ლიგა 2010 და 2012 წლებში მოიგო.

ევროპა ლიგის ფინალის წინ: მარსელი VS ატლეტიკო

დიეგო სიმეონე მატჩის წინ:
დიდებული ფინალის წინ ყველაფერი მზად არის. მეტოქე საკმაოდ სახიფათოა და მათ შესანიშნავი დაცვა და ნახევარდაცვა ჰყავთ. ცხადია, რომ "ატლეტიკოს" წინ რთული მატჩი ელის.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავერთეთ ევროპა ლიგაზე. მაშინვე დავისახეთ მიზნად, ფინალში გასვლა.

რუდი გარსია მატჩის წინ:
ცხადია, რომ "მარსელს" ფინალში გამარჯვების დიდი შანსი არ აქვს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში "მარსელისთვის" დიდი მოვლენაა. ეს არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა.

საფრანგეთში ფინალი - ეს ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა. ჯერ-ჯერობით არც ერთ ფრანგულ გუნდს არ აქვს ეს ტურნირი მოგებული. ფანტასტიკური იქნება, თუ "მარსელი" გახდება პირველი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი, ვრასლკო, ხიმენესი, გოდინი, ერნანდესი, გაბი, საული, ანხელ კორეა, კოკე, გრიზმანი, კოშტა

მარსელი: მანდადა, ადილ რამი, ლუის გუსტავო, ამავი, სოკაი, სენსონი, ანდრე ანგისა, ოკამპოსი, პაიე, ტოვენი, ჟერმენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები