რონალდო ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდო ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა


რონალდო ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

"რეალის" ექს-თავდამსხმელმა, რონალდომ აღნიშნა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდი, ნეიმარი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში იდეალურად მოერგება "სამეფო კლუბს".

"არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ "რეალი" ისტორიულად გახმაურებულ ტრანსფერებს ახორციელებს".

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნეიმარი იდეალურად მოერგება "რეალს", - ციტირებს რონალდოს სიტყვებს Football Espana.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ნეიმარი ამ ზაფხულს აპირებს "რეალში" გადასვლას, მაგრამ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები