ბეშიქთაში მანჯუკიჩს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეშიქთაში მანჯუკიჩს უმიზნებს


ბეშიქთაში მანჯუკიჩს უმიზნებს

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა, კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს.

თურქული პრესის ინფორმაციით, 31 წლის ხორვატი ფორვარდით "ბეშიქთაში" ინტერესდება, რომელსაც მარიოსთან ერთად იტალიის სერია ა-დან "რომას" განაპირა მცველის, ბრუნო პერესის, წამოყვანაც სურს.

მარიო მანჯუკიჩმა 2017/18 წლების სეზონში "იუვეს" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

მარიოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი, მაგრამ "ბებერ ქალბატონს" მისი გაყიდვა სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები