ოფიციალურად: ბუფონის მომავალი გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ბუფონის მომავალი გარკვეულია


ოფიციალურად: ბუფონის მომავალი გარკვეულია

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის, აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ეს არ იქნება ტოტის გაცილების მსგავსი, ასეთი რაღაცები "რომას" სტილია. უფრო მეტად დელ პიეროს გაცილების მსგავს სცენარს ველი. ამ დღეს ბევრი ცრემლი იქნება, მაგრამ ყველა მაინც თავშეკავებას გამოიჩენს.

ჩემთვის სასიამოვნო იყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მეკარის უფლელების დაცვა. მეტს ვერაფერს გეტყვით.

დანარჩენს ზეგ გასამართ პრესკონფერენციაზე ბუფონი თავად მოგახსენებთ", - განაცხადა სილვანო მარტინომ.

40 წლის იტალიელი გოლკიპერის მოქმედი კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" ამ სეზონის ბოლოს იწურება და ბოლო ინფორმაციით, ჯიჯიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ხვალ უნდა გაასაჯაროვოს.

ასევე იხილეთ: იუვენტუსმა ბუფონის მემკვიდრეს მიაგნო
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები