ფიგუმ რობერტო მანჩინი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიგუმ რობერტო მანჩინი გააკრიტიკა


ფიგუმ რობერტო მანჩინი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ვინგერმა, ლუიშ ფიგუმ, იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე რობერტო მანჩინის დანიშვნა შეაფასა.

"საკუთარ თავს მანჩინისთან ერთად არასოდეს წარმოვიდგენ ხოლმე. იმედია, ის იტალიის ნაკრებს დააბრუნებს იმ დონეზე, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს, მაგრამ მასთან ნამუშევარი მაქვს და კარგი შთაბეჭდილებები არ დამრჩენია.

მანჩინისთან მუშაობა ნამდვილად არ მომწონდა, მაგრამ იტალიის ნაკრების დიდების დაბრუნების იმედი მაქვს და ამის მჯერა", - განაცხადა ფიგუმ.

53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "სკუადრა აძურასთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუიშ ფიგუს მანჩინისთან ერთად მილანის "ინტერში" სამი წელი (2005-08) აქვს გატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები