რაფინიას ინტერში დარჩენა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაფინიას ინტერში დარჩენა სურს


რაფინიას ინტერში დარჩენა სურს

მილანის "ინტერის" შემტევი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, იტალიურ გრანდში თავს ბედნიერად გრძნობს.

"ის "ინტერში" ძალიან ბედნიერია და იმედი გვაქვს, მილანში დავრჩებით.

რაფამ როგორც მოედანზე ისე მოედანს მიღმა დაამტკიცა, რომ "ინტერისთვის" განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც გუნდს ახლა ძალიან სჭირდება", - აღნიშნა რაფინიას აგენტმა და მამამ, მაზინიომ.

25 წლის ბრაზილიელი "ნერაძურიმ" იანვარში "ბარსელონადან" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ინათხოვრა. რაფინიამ სერია ა-ს 16 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი რაფინია ალკანტარა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები