ლიოვმა განმარტა თუ რატომ არ გამოიძახა სანდრო ვაგნერი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვმა განმარტა თუ რატომ არ გამოიძახა სანდრო ვაგნერი


ლიოვმა განმარტა თუ რატომ არ გამოიძახა სანდრო ვაგნერი

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდის, სანდრო ვაგნერის, მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვებაზე კომენტარი გააკეთა.

"ის მთელი მონდომებით თამაშობდა. მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს. თუმცა მე არჩევანი ორ სხვა თავდამსხმელზე შევაჩერე.

ვიცი როგორი რთულია ამის მიღება. გადაწყვეტილება ორი სხვა ფორვარდის სასარგებლოდ მივიღეთ და არა სანდროს საწინააღმდეგოდ", - განმარტა ლიოვმა.

30 წლის გერმანელი თავდამსხმელი იანვარში "რეკორდმაისტერს" დაუბრუნდა და "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 17 თამაშში 9 ბურთი გაიტანა. თუმცა მას ლიოვმა მარიო გომესი და ნილს პეტერსენი ამჯობინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები