ჩელსის ლეგენდა: "კარგია, რომ ჩელსის ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსის ლეგენდა: "კარგია, რომ ჩელსის ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს"


ჩელსის ლეგენდა:

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა ჯანფრანკო ძოლა იმედოვნებს, რომ ბელგიელი შემტევი ედენ აზარი მომავალ სეზონშიც ამ გუნდში იქნება.

"კარგია, რომ აზარის სახით ჩელსის ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს. იმედია, ის ამ გუნდში მომავალ სეზონშიც ითამაშებს.

ფაქტია, აზარი გულშემატკივრებისგან ყველაზე დიდ მხარდაჭერას გრძნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ძოლა.

თავის მომავალზე კომენტარი ედენ აზარმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის მომავალ სეზონში "ჩელსიში" ითამაშებს, თუ გუნდი ახალ ფეხბურთელებს მოიყვანს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები