რანიერი სეზონის ბოლოს ნანტს დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რანიერი სეზონის ბოლოს ნანტს დატოვებს


რანიერი სეზონის ბოლოს ნანტს დატოვებს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი, ზაფხულში ფრანგულ "ნანტს" დატოვებს. ამის შესახებ კლუბის მფლობელმა, ვალდემარ კიტამ, განაცხადა.

"ვერაფერს დამალავ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პსონსორებთან და კლაუდიომ ყველას მადლობა გადაუხადა. მისი მადლობელი ჩვენც ვართ შესრულებული სამუშაოს გამო.

რა თქმა უნდა, მწუხარება არის, მაგრამ ეს ცხოვრებაა და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - აღნიშნა კიტამ.

რანიერისა და კლუბის პრეზიდენტს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. კიტა კლაუდიოს საჯაროდ აკრიტიკებდა, ხოლო ეს უკანასკნელი "ნანტის" 75 წლის იუბილეზე "საცობის გამო" ვერ მივიდა.

66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ნანტი" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და საფრანგეთის ჩემპიონატის ეს სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნანტი კლაუდიო რანიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები