ვენგერმა კარიერის ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა კარიერის ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა დაასახელა


ვენგერმა კარიერის ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა დაასახელა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, კარიერაში დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომაზე ისაუბრა.

"ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელიც ხელიდან გავუშვით, აშკარად კრიშტიანუ რონალდუა.

ის აქ დედამისთან ერთად იმყოფებოდა და "არსენალთან" ძალიან ახლოს იყო. ამის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოჩნდა, რომელშიც კარლოს კეირუში მუშაობდა. "იუნაიტედმა" ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ითამაშა, რონალდუ სენსაციური იყო და მათ ის მალევე შეიძინეს.

შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ თუ რა მოხდებოდა რონალდუსა და ტიერი ანრის ერთად რომ ეთამაშათ. მოგვიანებით "იუნაიტედს" რონალდუ, რუნი და ვან ნისტელროი ჰყავდა ერთად, პლიუს ამას გიგზი და სქოულზი - მართლაც გამორჩეული გუნდი იყო.

ვფიქრობ, რონალდუს ტრანსფერი ჩემს ლონდონურ ისტორიას შეცვლიდა", - განაცხადა 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2003 წელს, 19 წლის ასაკში, შეუერთდა და რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ასევე იხილეთ: სიმბოლური 11-ეული - ფეხბურთელები, რომელთა დამატებასთანაც ვენგერი ახლოს იყო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები