აგენტი: ჟორჟინიო სიტის შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტი: ჟორჟინიო სიტის შეუთანხმდა


აგენტი: ჟორჟინიო სიტის შეუთანხმდა

"ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟორჟინიო, კარიერას დიდი ალბათობით "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

"თუ "ნაპოლი" "სიტის" მოელაპარაკა, მაშინ ჟორჟინიო მანჩესტერში მიდის.

ინგლისურ კლუბთან შეთანხმება, მისი სტატუსის გათვალისწინებით, პრობლემა არ არის. თუმცა ვიმეორებ, რომ ახლა ყველაფერი მხოლოდ "ნაპოლიზეა" დამოკიდებული", - განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა, ჟოაო სანტოსმა.

26 წლის ჟორჟინიომ ამ სეზონში 38 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტინაპოლი ჟორჟინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები