CDS: სარი ნაპოლიში რჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

CDS: სარი ნაპოლიში რჩება


CDS: სარი ნაპოლიში რჩება

"ნაპოლიმ" და მაურიციო სარიმ, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, შეთანხმებას მიაღწიეს და იტალიელი კლუბს არ დატოვებს.

იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ სარისა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის, შეხვედრა ხელის ჩამორთმევით დასრულდა.

მაურიციო ნეაპოლურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2021 წლამდე იქნება გათვლილი და თავად ანაზღაურების სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

მაურიციო სარი "ნაპოლის" 2015 წლიდან უდგას სათავეში და ამ სეზონში "ცისფრებმა" ტურინის "იუვენტუსს" სერიოზული კონკურენცია გაუწიეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაძლეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები