ბუფონმა მაიკლ ოლივერს ბოდიში მოუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონმა მაიკლ ოლივერს ბოდიში მოუხადა


ბუფონმა მაიკლ ოლივერს ბოდიში მოუხადა

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, დღეს ინგლისელ არბიტრს, მაიკლ ოლივერს, შეურაცხყოფის გამო მოუბოდიშა.

"თუ ამ მსაჯს კიდევ ერთხელ ვნახავ, ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ მას ჩემი მოედნიდან გაგდება ცოტათი უნდა გაეწელა.

იმ მომენტში ემოციებისგან სავსე ვიყავი, არსებული სიტუაციის გამო ძალიან ღრმად ვიყავი იმედგაცრუებული, ამიტომ მოვიქეცი ისე, როგორც არ ვიქცევი ხოლმე.

მატჩის შემდეგაც გავცდი საზღვრებს, როდესაც მთავარი მსაჯის შესახებ ვსაუბრობდი. ამის გამო ბოდიშს ვიხდი.

ის მხოლოდ ადამიანია, რომელიც საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებს. დისკვალიფიკაცია ჩემი სიტყვების გამო? ვფიქრობ, ამას ვიმსახურებ", - აღნიშნა ჯიჯიმ.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც "იუვენტუსი" მადრიდში 3:0 იგებდა და ორთაბრძოლა დამატებით დროში გადაყავდა, ოლივერმა "იუვეს" კარში საეჭვო პენალტი დანიშნა.

ბუფონი მწყობრიდან გამოვიდა და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მატჩის შემდეგ კი ჯიჯიმ აღნიშნა, რომ ოლივერს გულის მაგივრად ნაგავი ჰქონია.

ასევე იხილეთ: უეფამ ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები