ზენიტი: 50 მილიონი ნაინგოლანის სანაცვლოდ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზენიტი: 50 მილიონი ნაინგოლანის სანაცვლოდ


ზენიტი: 50 მილიონი ნაინგოლანის სანაცვლოდ

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რომას" ცენტრალური ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის, გადაბირებას ეცდება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, რუსული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის 30 წლის ბელგიელ მოთამაშეში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რომაული კლუბის ხელმძღვანელობა ნაინგოლანს, რომელსაც არაერთგვაროვანი ხასიათი აქვს, უახლოეს მომავალში შეხვდება და მისი მომავლის საკითხს განიხილავს.

ნაინგოლანის მოქმედი კონტრაქტი "მგლებთან" 2021 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონში ბელგიელმა 42 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები