სანდრო ვაგნერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანდრო ვაგნერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა


სანდრო ვაგნერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სანდრო ვაგნერმა, მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამო ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა.

"ბუნდესნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონების 27 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დასახელა, რომელშიც ვაგნერი ვერ მოხვდა.

30 წლის გერმანელი ამ გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა და კლუბის ვარჯიშზე იტირა კიდეც. ახლა კი სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

სანდრო ვაგნერმა გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურით 8 მატჩის ჩატარება მოასწრო და 5 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები