იუვენტუსმა ალექს სანდროს შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ალექს სანდროს შემცვლელს მიაგნო


იუვენტუსმა ალექს სანდროს შემცვლელს მიაგნო

ტურინის "იუვენტუსი" დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველით, ისმაილით, დაინტერესდა.

ამ სეზონის შემდეგ "ბებერ ქალბატონს" ბრაზილიელი მარცხენა მცველი, ალექს სანდრო, დატოვებს და "იუვენტუსი" მისი შემცვლელის ძიებაშია.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის 28 წლის ისმაილის სანაცვლოდ უკრაინულ კლუბს 7 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ამ სეზონში "შახტარის" მაისურით 40 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსიტრანსფერები ისმაილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები