ტოლისომ ბაიერნში გატარებული პირველი სეზონი შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოლისომ ბაიერნში გატარებული პირველი სეზონი შეაფასა


ტოლისომ ბაიერნში გატარებული პირველი სეზონი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, კორენტენ ტოლისო, გერმანულ გრანდში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ თავს იდეალურად გრძნობს.

"გუნდში თავს მსუბუქად ვგრძნობ. ყველაფერი კარგად მიდის! მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

ვფიქრობ, გერმანიის თასის ფინალი რთული მატჩი იქნება. "აინტრახტმა" კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ და მეორე ტიტულის მოგება გვსურს.

"ბაიერნი" დიდი გუნდია. ჩვენ შეგვიძლია და გვინდა, რომ ყოველ წელს ყველა ტიტული მოვიპოვოთ. აქ სწორედ ამიტომ ვარ", - აღნიშნა 23 წლის ფრანგმა.

ტოლისო მიუნხენურ გრანდს გასული წლის ზაფხულში ლიონის "ოლიმპიკიდან" შეუერთდა და ბუნდესლიგის ტიტული უკვე მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კორენტენ ტოლისო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები