ვაგნერმა სანაკრებო კარიერის დასრულება განმარტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაგნერმა სანაკრებო კარიერის დასრულება განმარტა


ვაგნერმა სანაკრებო კარიერის დასრულება განმარტა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდმა, სანდრო ვაგნერმა, ეროვნული ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ ვჯდები. მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული არ ვარ. თუმცა ბიჭებს რუსეთში მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედია, ისინი მსოფლიო თასით დაბრუნდებიან.

ჩემთვის აშკარაა, რომ სამწვრთნელო შტაბს არ მოსწონს ჩემი სტილი - ვილაპარაკო ის, რასაც ვფიქრობ და ვიყო პირდაპირი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ისაა, რომ კვლავ "ბაიერნში" ვთამაშობ - კლუბში, რომელიც მიყვარს", - განაცხადა სანდრომ.

30 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერს" იანვარში დაუბრუნდა და 17 თამაშში 9 ბურთი გაიტანა. მიუხედავად კარგი სეზონისა, სანდრო გერმანიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და სანაკრებო კარიერის დასრულება ამჯობინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები