მოურინიო: "რონალდუსთვის რეალიდან წასვლის კარი დაკეტილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "რონალდუსთვის რეალიდან წასვლის კარი დაკეტილია"


მოურინიო:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა.

გასული სეზონის ბოლოს, კრიშტიანუ ესპანეთის საგადასახადო სისტემასთან მომხდარი ინციდენტისა და სასამართლო პროცესებზე გამოძახების გამო, უკმაყოფილო იყო და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

საბოლოოდ საქმე მოგვარდა და კრიშტიანუს წასვლის შესახებ, მითებიც დასრულდა.

"მჯერა, რომ კრიშტიანუს "რეალი" ვერ გაყიდის. ეს აკრძალული რამ არის.

ის უნდა დარჩეს, მადრიდში, სანამ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, შემდეგ კი ალბათ, 1 სეზონს ამერიკაში ან სადმე სხვაგან გაატარებს.

"მანჩესტერში" დაბრუნება? მან აქ რამდენიმე წელიწადი გაატარა და ცხადია, რომ ქომაგებს უყვართ. არამგონია, კლუბმა მის დაბრუნებაზე უარი თქვას, თუ ამის შანსი გაჩნდა", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები