კამბიასო კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კამბიასო კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს


კამბიასო კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

"ინტერისა" და არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო მსოფლიო ჩემპიონატს კოლუმბიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის რიგებში ეწვევა, წერს Football Italia.

იტალიური გამოცემის თანახმად, არგენტინელი კოლუმბიელთა მთავარი მწვრთნელის, ხოსე პეკერმანის ასისტენტი გახდება.

აღსანიშნავია, რომ კამბიასო მწვრთნელის რანგში საკუთარ ძალებს პირველად მოსინჯავს.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელმა ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა 2017 წლის სექტემბერში დაასრულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები