ავტორიზაცია

ადვილი თამაში არ გველის - რაპიდის ფანები კიტეიშვილს უფრთხიან

ადვილი თამაში არ გველის - რაპიდის ფანები კიტეიშვილს უფრთხიან
თარიღი 18 Apr 2021, 12:39

ავსტრიული ბუნდესლიგის 25-ე ტურში გრაცის შტურმთან დაპირისპირებამდე ვენის რაპიდის ქომაგებმა მეტოქე გუნდიდან 2 მოთამაშე გამოარჩიეს.

დედაქალაქური კლუბის ქომაგები შტურმიდან 2 მოთამაშეს უფრთხიან: ქართველ ოთარ კიტეიშვილს და 32 წლის იანჩშერს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

"შტურმი ახლა ძალიან კარგ განწყობაზეა, ბოლო ტურში მაგარი თამაში მოიგეს. შესანიშნავ ფორმაშია იანჩშერი, ახლახანს გუდნს დაუბრუნდა დიდი ძალა ოთარ კიტეიშვილიც. ნამდვილად არ გველის იოლი თამაში," - წერს abseits.at.

ოთარ კიტეიშვილის შტურმი ავსტრიულ ბუდნესლიგაში 24 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა. ქართველის კლუბს ევროტურნირებზე მოხვედრის კარგი შანსიც აქვს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ოთარ კიტეიშვილმა შტურმის მაისურით 19-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 4 გადაცემა გააკეთა.

დღეს ფინალია! გურამ კაშია ნიდერლანდებში ჩაფრინდა

რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო