ავტორიზაცია

ახლოს ტრანსფერთან - ევროპიდან საუდის არაბეთში კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს

ახლოს ტრანსფერთან - ევროპიდან საუდის არაბეთში კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს
თარიღი 29 აპრ 2024, 16:50
ბოლო წლების განმავლობაში ევროპიდან საუდის არაბეთში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი გადავიდა და ნაკადი არ წყდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდება მოჰამედ სალაჰის სახით.

არაბები ეგვიპტელის ტრანსფერით დიდი ხანია ინტერესდებიან, ლივერპული კი მის გაშვებას არ აპირებს და კონტრაქტის ბოლომდე შენარჩუნება სურს.

სალაჰს მერსესაიდელებთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და უდიდესი ალბათობით, საუდის არაბეთში 2025 წელს გადავა.