ავტორიზაცია

ანჩელოტი: "კროოსის პასების დახმარებით, მეტოქის პრესინგიდან ამოვდიოდით და სივრცეებს ვქმნიდით"

ანჩელოტი: "კროოსის პასების დახმარებით, მეტოქის პრესინგიდან ამოვდიოდით და სივრცეებს ვქმნიდით"
თარიღი 01 მაი 2024, 11:39
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ (ბაიერნი 2-2 რეალი), სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თავს კომფორტულად ვგრძნობდით, თუმცა, იყო მომენტები, როდესაც ინტენსივობას ვკარგავდით. ამის გამო ყოველთვის დაისჯები და ეს ყველამ კარგად იცის."

"კროოსის პასების დახმარებით, მეტოქის პრესინგიდან ამოვდიოდით და სივრცეებს ვქმნიდით. ველოდით, რომ ბაიერნი მაღალი პრესინგით ითამაშებდა და ამისთვის მზად ვიყავით. მეტოქის ტაქტიკა პირველი გოლის მომენტში კროოსმა და ვინისიუსმა საოცრად გამოიყენეს" - კარლო ანჩელოტი.