არტეტას ხელმძღვანელობით არსენალმა პრემიერ ლიგის 161 მატჩში 300 გოლი გაიტანა - ეს ისტორიაში მეოთხე ყველაზე კარგი მაჩვენებელია
ლონდონის "არსენალმა" მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით 300 გოლის ზღვარს მიაღწია.
Opta-ს ცნობით, "არსენალმა" მიაღწია 300 გოლიან ზღვარს პრემიერ ლიგაში არტეტას ხელმძღვანელობით, ეს კი მხოლოდ 161-ე მატჩში შეძლო.
მხოლოდ პეპ გვარდიოლამ (120), იურგენ კლოპმა (142) და მანუელ პელეგრინიმ მიაღწიეს 300 გოლიან ნიშნულს ნაკლებ მატჩში.