ავტორიზაცია

ატლეტიკო ბარსელონას ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება

ატლეტიკო ბარსელონას ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 30 აპრ 2024, 13:33
კატალონოის "ბარსელონას" ფეხბურთელი ფერან ტორესი შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდეს. 

Sport.es-ის ცნობით, მადრიდელებს ჟოაო ფელიქსის გაშვება სურს, რომელიც ამჟამად "ბლაუგრანაში" იჯარით თამაშობს. 

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელები მზად არიან პორტუგალიელი "ბარსელონაში" დატოვონ, თუ სანაცვლოდ ტორესს დაიმატებენ. 

მიმდინარე სეზონში 24 წლის ტორესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.