ავტორიზაცია

"ბაიერნმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა", - ანრიმ რეალთან მატჩი შეაფასა

"ბაიერნმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა", - ანრიმ რეალთან მატჩი შეაფასა
თარიღი 09 მაი 2024, 18:28
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი შეაფასა.

მოგეხსეებათ, რეალისა და ბაიერნის განმეორებითი მატჩი მადრიდელებმა 2:1 მოიგეს.

"ბაიერნმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა - მათ ვერ გაითავისეს, რომ თამაში 90 წუთი გრძელდება და 90 წუთი უნდა იყო კონცეტრირებული და მოედნიდან კეინისნაირი ფეხბურთელები არ გაიყვანო.

მითუმეტეს, როცა ისეთ დიდ გუნდთან თამაშობ, როგორიც რეალია. მათ ამ მოგებას იღბალს ვერ დავარწმევდი, რადგან ეს რეალია!", - განაცხადა ანრიმ.